13.ივნისი.2018 18:55
საზოგადოება

პრემიერის გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია

პრემიერის გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

კონსტიტუციის მიხედვით, შვიდ დღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც. შემდეგი შვიდი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროგრამა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან მინიმუმ ოთხ-ხუთ, ხოლო მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას.



20.ოქტომბერი.2018 14:15
520

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
738

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:23
351

ვისი მიზეზით განადგურდა მოცვის პლანტაციები ლაითურში?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:00
3274

ხორგუაშვილი: 5 მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:33
80

ვინ იხდის არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფს?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:00
2028

GWP: პირები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ეწევიან ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას

ვრცლად