მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის აპარატი: ირანი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ელექტროენერგიის გაცვლისა და ირანული გაზის მიწოდების მიმართულებით

58fb1442622f4
BM.GE
22.04.17 12:25
1204
საქართველოს პრემიერმინისტრის ირანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ირანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ინფორმაციას პრემიერის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბრის ძირითადი თემები იყო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის განვითარება, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და საბანკო სფეროებში თანამშრომლობა.

"ირანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ელექტროენერგიის გაცვლისა და საქართველოსთვის ირანული გაზის მიწოდების მიმართულებით.

შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას და შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ირანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოში გაიმართება.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ფიტოსანიტარულ სფეროებში, ასევე, კულტურისა და მეცნიერების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე - ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოაწერეს ხელი. ასევე, გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება საქართველოსა და ირანის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის",- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.