18.დეკემბერი.2015 10:35
ეკონომიკა

პრემიერი ვიზა ლიბერალიზაციაზე: საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია

პრემიერი ვიზა ლიბერალიზაციაზე: საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია
"ევროკავშირი დღეს საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია", - ამის შესახებ დასტური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან გუშინდელი საუბრისას მიიღო.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს მიღწეული წარმატება გუშინ საღამოსვე მიულოცეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, 100%-ით შეასრულა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ჩვენდამი, ქართველი ხალხისადმი ნდობის დადასტურება ევროპის, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



20.აგვისტო.2018 16:45
43

7 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
20.აგვისტო.2018 16:34
85

საქართველოში გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა 15%-ით შემცირდა

ვრცლად
20.აგვისტო.2018 16:13
90

ისრაელიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა

ვრცლად
20.აგვისტო.2018 15:27
81

"თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლება, უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა"

ვრცლად
20.აგვისტო.2018 15:22
113

"ევროკავშირის ბაზარმა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა"

ვრცლად
20.აგვისტო.2018 14:20
115

უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობი და ნავთობპროდუქტებია

ვრცლად