მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: "თიბისი ბანკის" გარშემო არანაირი საქმე არ არსებობს

5c9264548a2bd
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 20:02
966
„არანაირი საქმე „თიბისი ბანკის“ გარშემო არ არსებობს,“ - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ლაივში ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, „თიბისი ბანკმა“ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ამით ეს საქმე ამოწურულია.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ბანკის საქმესთან კონკრეტული პირების დაკავშირებისგან თავი შეიკავონ.

„გამოძიება სულ სხვა ტრანზაქციაზე მიმდინარეობს, სადაც უშუალოდ ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ და ეს ძალიან იაფფასიანი მცდელობაა, რომ „თიბისი ბანკის“ სახელთან ამის დაკავშირება მოხდეს.

„თიბისი ბანკი“ საქრთველოში ერთ-ერთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია და მას ძლიერი ინსტიტიციური ინვესტორები ჰყავს, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებული როლი აქვს და მის მდგრადობას არანაირი საქმე არ ემუქრება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.