მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზაციით, 100 მლნ ლარის ეკონომიას ელოდება

5b76929a5ec99
თელარა გელანტია
17.08.18 13:15
3779
პრემიერ-მინისტრი საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურად ტრანსფორმირებას ანონსებს.

როგორც ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობას საჭიროდ მიაჩნია საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურად ტრანსფორმირება და საჯარო შესყიდვების განხორციელება ახლებურად, ცენტრალიზებული შესყიდვების მიდგომების დანერგვით.

მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ, მინიმუმ 100 მილიონი ლარის ეკონომიის მიღებას შეძლებს, მაგრამ რა გზებიით მიიღწევა ეკონომია, პრემიერს დღეს არ დაუკონკრეტებია.

„მსურს, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მე პარლამენტის ტრიბუნიდანაც გავაჟღერე. კერძოდ, ეს შეეხება სახელმწიფო შესყიდვების პროგრამას. ჩვენ ვფიქრობთ, ამ მიმართულებით არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი ეფექტურობის ამაღლებისთვის.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული თანხების ოდენობა, რაც დღის წესრიგში აყენებს და სტრატეგიულად მნიშვნელოვნად ხდის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია, საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურად ტრანსფორმირება და საჯარო შესყიდვების განხორციელება ახლებურად, ინოვაციური გზით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ცენტრალიზებული შესყიდვების მიდგომების დანერგვით. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას, რომ უზრუნველვყოთ სახელმწიფო სახსრების კიდევ უფრო ეფექტური ხარჯვა და შევამციროთ საჯარო შესყიდვებისთვის განხორციელებული შესაბამისი ხარჯები. ამავე დროს შევამციროთ სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი. მოვახდინოთ სახელმწიფო ორგანიზაციაში გაფანტული სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება და შესაბამისად, ასეთი სტრუქტურების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ სახელმწიფო შესყიდვები უკეთესი კოორდინაციით; ამავე დროს შევამციროთ შესაძლო კორუფციული რისკები და უზრუნველვყოთ ამ რისკების პრევენცია. ამ სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ, ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ 100 მილიონი ლარის ეკონომიის მიღებას შევძლებთ “, - განაცხადა ბახტაძემ.