მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ფასები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

BM.GE
18.10.21 15:10
642
უძრავი ქონება საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2020 წელს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები მშპ-ს 11.7% იყო. ბოლო წლებში მშენელობისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა და მსოფლიო პანდემიამ შეცვალა უძრავი ქონების ფასები. საქსტატის მიხედვით, 2021 წლის II კვარტალში უძრავი ქონების ფასები 10%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რა ღირს უძრავი ქონება რეგიონის ქვეყნებში და მათს დედაქალაქებში. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი უძრავი ქონების შეძენა ან ქირაობა მოსკოვშია. ერთოთახიანი ბინის ქირაობა რუსეთის დედაქალაქში საშუალოდ 953 დოლარი ღირს, გარეუბანში ფასები მკვეთრად ნაკლებია და ბინის ქირაობას საშუალოდ 536 დოლარად შეძლებთ. აი, ბინის შეძენას თუ გადაწყვეტთ, ნამდვილად მდიდრების ჩამონათვალში უნდა იყოთ. მოსკოვის ცენტრში კვადრატულის შეძენა საშუალოდ 6 ათას 300 დოლარი ღირს, ამის ნახევარი დაგიჯდებათ მოსკოვის გარეუბანში კვადრატულის შეძენა. ფაქტია, რომ მოსკოვის გარეუბანშიც კი ბინები თბილისის მაქსიმალურ ფასებს უტოლდება. გაგიკვირდებათ და მეორე ადგილზე სიძვირის მიხედვით სომხეთის დედაქალაქი ერევანია. ერთოთახიანი ბინის ქირაობა ქალაქის ცენტრში საშუალოდ 400 დოლარი ღირს, გარეუბანში კი 220 დოლარად შეძლებთ. აი ბინის ყიდვას თუ გადაწყვეტთ, ერევანის ცენტრში კვადრატული მეტრი საშუალოდ 1 843 დოლარი დაგიჯდებათ, გარეუბანში კი 1000 დოლარამდე. ერევანთან შედარებით უფრო დაბალია ფასები ბაქოში. აზერბაიჯანის დედაქალაქში ბინის ქირაობა უფრო იაფია, კვადრატული მეტრის შეძენას კი ბაქოს ცენტრში 1700 დოლარად შეძლებთ. აი გარეუბნის ფასები კი შედარებით მცირეა და ქართულ რეალობასთან ახლოსაა. რაც შეეხება თბილისს, ერთოთახიანი ბინის ქირაობა ქალაქის ცენტრში საშუალოდ 308 დოლარი ღირს, გარეუბანში 200 დოლარამდე. ბინის შეძენა ქალაქის ცენტრში საშუალოდ 1230 დოლარამდეა, გარეუბანში კი 716 დოლარამდე. საინტერესოა, რომ რეგიონში ყველაზე იაფი ბინის შეძენა-ქირაობა თურქეთის დედაქალაქში, ანკარაშია. აქ ფასები თბილისსაც ჩამორჩება, საშუალოდ ერთოთახიაბნი ბინის ქირაობას ცენტრში 228 დოლარი ღირს, კვადრატული მეტრის შეძენას კი 750 დოლარად შეძლებთ, ანუ ანკარაში ცენტრში კვადრატული მეტრის ფასი იმდენივეა, რამდენიც თბილისის გარეუბანში.

როგორ ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი რეგიონის ქვეყნებში და საქართველოში, რა განაპირობებს მათს ფასებს და როგორია პროგნოზები?

სტუმარი: მარიამ ასათიანი - “რემაქს კაპიტალი”-ს დამფუძნებელი