მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: სამწუხაროდ, როდესაც განათლების გერმანული მოდელი ვახსენე, მე ის კარგად არ განვმარტე

56c94e42a8b66
თამუნა ქემერტელიძე
21.02.16 09:39
3046
„პირველივე განცხადებაში როდესაც მე ვთქვი გერმანული მოდელი, სამწუხაროდ მე ის კარგად არ განვმარტე და ამან გამოიწვია მისი ინტერპრეტაცია. ალბათ, ჩემი ბრალიც იყო რომ კარგად არ განვმარტე“, - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. აღნიშნული განცხადების გაკეთება პრემიერს მას შემდეგ მოუხდა, რაც ქვეყნაში პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა დაანონსდა და ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. აღნიშნულ ინიციატივა მაგალითად ნეგატიურად შეფასდა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის, ვატო ლეჟავას მხრიდან. ლეჟავა აცხადებდა რომ, მთავრობა ვერ განსაზღვრავდა თუ რამდენი კადრი იქნებოდა საჭირო კონკრეტულ ინდუსტრიაში მაგ. 5 წლის შემდეგ და სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა არჩევანი თუ რომელ სფეროში სურდა საქმიანობა. ასევე მეტი სიცხადეს მოითხოვდა მთავრობის მხრიდან ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გიგი თევზაძე.
 
პირველად კი დუალური სისტემის დანერგვის შესახებ პრემიერმა ბიზნესაცოციაციებთან შეხვედრაზე განაცხადა. რასაც მოგვიანებით მისი განათლების მინისტრთან შეხვედრა და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მოჰყვა. გიორგი კვირიკაშვილმა თავის პირველ განცხადებაში განმარტა, რომ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა გულისხმობდა იმას, რომ პროფესიული განათლებას ეფექტიან სისტემას მეტი ყურადღება მიექცეოდა. კერძოდ, რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რესურსი უმაღლეს განათლებაში კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით განაწილდებოდა. „ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო რესურსი განაწილდება იმის მიხედვით, რა მოთხოვნები იარსებებს ხუთწლიან პერსპექტივაში. გამოთავისუფლებული რესურსი, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებით განაწილდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიცვლება დღეს არსებული ვითარება, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტ ბანკირს, ვიდრე ეს საბანკო სექტორს სჭირდება რეალურად.ასევეა საგარეო ურთიერთობების, იურიდიული მიმართულებებით და ა.შ.- აცხადებდა კვრიკაშილი.

დღეს კი პრემიერი აღიარებს, რომ თავის დროზე ეს ინიციატივა ბოლომდე კარგად არ განიმარტა და საზოგადოებაშიც აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა.

"გერმანულ მოდელში მე არ მიგულისხმია უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი. მე ვიგულისხმე პროფესიული განათლების გერმანული დუალური განათლების სისტემა. თუმცა ამას თან უნდა ახლდეს არსებული უმაღლესი გაანთლების რეფორმა, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ იმ რესურსის გამოთავისუფლებას, რომელიც აუცილებელია გერმანული განათლების დუალური სისტემის შესაქმნელად . შეიძლება, ვიღაც ამას არ დაეთანხმოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ მთავრობა ხარჯავს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს იმისათვის, რომ რომ ჩვენ ყოველწლიურად გამოვუშვათ უმაღლესდათავრებული ახალგაზრდელის ის რაოდენობა რომელიც შეიძლება სრულად ვერ საქმდებოდეს.სულ ბოლო მონაცემებით, რომელიც მე მაქვს განათლების სამინისტროდან, 40%-ზე ნაკლებია უმაღლესდამთავრებული ადამიანების დასაქმების განაკვეთი. ძალიან დაბალი განაკვეთია. ეს ნიშნავს, რომ 60%-მა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ან მთავრობამ დაუფინანსა განათლება, ან თანადაფინანსება გაწია მათ მიერ გასაწევი ხარჯის, დაასრულეს ეს განათლება და ვერ დასაქმდნენ. უფრო მეტსაც ვიტყვი. ის 40%, რომლებიც საქმდებიან, ყოველთვის არ საქმდებიან იმ პროფილით, რომელსაც 4 წლის განმავლობაში სწავლობდნენ. ეს რომ შესაცვლელია, არ მგონია, ვინმეს კითხვა უჩნდებოდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყოველწლიურად აწარმოებს უმაღლეს კურსსდამთავრებულებ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი ან ვერ საქმდება ან სხვა პროფილით უწევს მუშაობს და გადის გადამზადების კურსებს, რომელშიც ხშირად კერძო სექტორი იღებს მონაწლეობას.

"მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო, როდესაც კერძო კომპანიებს მოუხდათ ფულის გადახდა იმაში, რომ გაეგზავნათ ჩვენი თანამოქალაქეები, რათა მათ ესწავლათ მაგალითად მეცხოველეობის კვების ტექნოლოგია, ვეტერინარია, ოღონდ თანამედროვე მიმართულებით, არავის არ ვაყენებ ჩრდილს, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ამა თუ იმ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის სპეციალისტს საქართველოში ვერ ვამზადებთ. ამ დროს კი ვიხდით ფულს იმაში რომ გვყავდეს 5 ჯერ მეტი ბანკირი,დიპლომატი... როდესაც ზუსტად ვიცით, ზუსტად თუ არა 10% სიზუსტით მაინც შეგვიძლია დავთალოთ თუ რამდენი დიპლომატი, რამდენი ბანკირი, რამდენი ბურალტერი და ფინანსიტი გვჭირდება . სწორედ ამაზეა ლაპარაკი რომ რეალურ მოთხოვნაზე დაფუძნებული დაფნანსების სისტემა შევქნათ. დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანი რომელსაც დღეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს უმაღლესი განათლება მხოლოდდამხოლოდ იმიტომ ღებულობს განათლებას რომ სახელმწიფო დააფინანსებს ამ მიმართლებას “, - აცხადებს კვირიკაშვილი „რადიო თავისუფლებასთან".

პროფესიული განათლების დონეზე საქართველოში გერმანიის ელჩიც ბეტინა კადენბახიც საუბრობდა. მისი თქმით, დღეს პროფესიული განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში დაბალია.

"ბევრი რამაა თქვენს ქვეყანაში რაც აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს თუმცა მაინც რჩება გარკვეული პრობლემები. ერთერთი ასეთია პრობლემაა პროფესიული განათლების დონე საქართველოში. უცხოელ ბიზნესმენებს ინვესტიციების განსახორციელებლად აუცილებლად სჭირდებათ კარგად მომზადებული სპეციალისტები. თქვენი მთავრობა ნელნელა აცნობიერებს ამას. ..საყურადღებოა ის ფაქტიც რომ ქართველების უმეტესობა დასაქმებულია მხოლოდ სეზონურად და ეს ისევ მათ პროფესიულ განვითარებას უშლის ხელს. საყურადღებოა როგორც წინასაინვესტიციო რეფორმები ასევე უკვე განხორციელებული ინვესტიციების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის მუშაობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ამ თვალსაზრისით, ბევრჯერ ჩამოვიყვანეთ ექსპერტები და დავატრენინგეთ დაინტერესებული პირები. ზოგადად თქვენი პროდუქციის, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხელოვნების და სოფლის მეურნეობის დარგში , პრომოუშენს უნდა მიქცეს ყურადღება“ აცხადებდა გერმანიის ელჩი.

სწორედ გერმანული მოდელი იქნება ის მოდელი რომელიც უახლოეს მომავალში დაინერგება ქართულ განათლების სისტემაში, (ყოველ შემთხვევაში მთავრობამ არჩევანი ამ ქვეყნის მოდელზე შეაჩერა) თუმცა მანამდე ქვეყნის პრემიერი საქართველოსა და გერმანიას შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ პროპორცია გერმანიაში უმაღლეს დამთავრებულებსა და პროფესიულ განათლება გავლილებს შორის, დიამეტრულად განსხვავებულია საქართველოში არსებულ პროპორციებთან. მისი თქმით, გერმანიაში გაცილებით მეტი ადამიანია პროფესიულ განათლებაში ჩართული.

"პროფესიულ განათლებაში ჩვენ უნდა დავაფინანსოთ კერძო სასწავლებელშიც.მნიშველოვანია რომ კერძო ბინზესც ჩავრთოთ თანადაფინანსებაში“- აცხადებს კვირიკაშვილი. მისივე თქმით, ხელისუფლებას გარკვეული ფინანსური რესურსის გადამისამართება მოუწევს უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ დუალურ განათლებაში და უმაღლესი სასწავლებლების ნაწილისთვის კი რეპოზიციონირება გარდაუვალი იქნება, იმისთვის რომ მათ ახალი დაფინანსების სისტემაზე რეაგირება შეძლონ .