მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: საკონსტიტუციო ცვლილებებით მთავრობა მეტად ეფექტური ხდება

594bed3dc8285
BM.GE
22.06.17 20:15
908
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებეის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები აუცილებელი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციას, რომელიც ქვეყანამ 2010 წელს მიიღო ბევრი ხარვეზი ჰქონდა.

„კომისიის ფარგლებში, კომისიის ნებისმიერ წევრს ჰქონდა არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულს შეეძლო პროცესში მონაწილეობის მიღება, ნორმების შეტანა კი ხმათა უმრავლესობით ხდებოდა. ჩატარდა უპრეცდენტო მასშტაბის სახალხო განხილვები.

შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ, რომელმაც ცვლილებები წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი; მთავრობა ხდება უფრო ეფექტური; იზრდება საზოგადოების დაცულობის ხარისხი და ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი. ასევე, რეგულირდება: მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით მნიშვნელოვან შემთხვევებში.

იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი, ყალიბდება სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტი. პირდაპირი წესით აირჩევა პრეზიდენტი.

შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე, ამ საკითხზე აზრთა ხვადასხვაობა იყო, რაც ხაზს ვუსვავ ჯანსაღ პროცესზე მიუთითებს.

2024 წლიდან გადავალთ პროპორციულ სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული:, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, დაიწევს საარჩევნო ბარიერი და ის 5%-ის ნაცვლად 3% იქნება. პრემიერი ამბობს, რომ ამ სისტემით საქართველოს პარლამენტი მეტად მრავალპარტიული გახდება.