მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი, ნატო-თან დაახლოების კუთხით, 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს

5c9266819e128
თელარა გელანტია
20.03.19 23:02
629
„საქართველოში ჩამოდის ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მისი ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ კიდევ უფრო ძლიერი გახდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.

„ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზავნილის გაჟღერება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტული შემდეგი წლების განმავლობაში როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ნატოსთვის. ეს იყო ის გზავნილი, რომლის მიტანასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპული საზოგადოების და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ნატოსთან ჩვენი დაახლოება იქნება კიდევ უფრო შედეგებზე ორიენტირებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.