მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: მზად ვართ სრული თანადგომა გავუწიოთ ზვიად ციკოლიას პროექტს

58870b540956a
BM.GE
24.01.17 12:06
3268
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

„მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.