მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე: ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება

56988c85cb970
BM.GE
15.01.16 09:57
1269
პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით "ნაბიჯი უკან" არ იქნება. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოში შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელობას ან გადაფორმებას საფრთხე არ ემუქრება.

"საქართველოში შემოტანილი არცერთი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელობას ან მათ გადაფორმებას რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ, - საფრთხე არ ემუქრება. არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება, მათ ვისაც უკვე ყავთ შეძენილი, შეუძლიათ რამდენჯერაც უნდათ გაასხვისონ, გადააფარმონ და ა.შ. საუბარი იყო ვადაში შეზღუდვაზე, ახალი პარტიების შემოტანის შეზღუდვაზე. მსურს არა მარტო ჩვენი მთავრობის არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის ნება კიდევ ერთხელ გამოვხატო და ვთქვა რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.