01.თებერვალი.2016 12:57
ეკონომიკა

პრემიერი: კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებასა და ინოვაციებზე

პრემიერი: კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებასა და ინოვაციებზე
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება – აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობენ საერთაშორისო ფორუმზე "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. ფორუმის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
 
გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრეთ მთავრობის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები გააცნო. პრემიერს განმარტებით, მთავრობის საქმიანობა გამჭვირვალეა და საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე. საჭიროდ მიგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიღება ხდებოდეს კონსენსუსისა და სამოქალაქო თანხმობის საფუძველზე. ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ - ხელისუფლებამაც, სამოქალაქო სექტორმაც და ხალხმაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება ჰპოვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებსაც შეეხო.

"ეს გახლავთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას. კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებასა და ინოვაციებზე.
საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს - ჩვენს ხალხს. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია. მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის თავისუფლებას და, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალური მოდელი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ფორუმი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" და ბრემენის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.



14.დეკემბერი.2018 19:53
228

სემეკთან მოქალაქეები ბინის გაქირავებისთბის წყლის კომერციული ტარიფის გადახდას გააპროტესტებენ

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 19:25
233

"დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს - საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს"

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:40
159

„მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:00
167

"კოეფიციენტებით ვაჭრობამ" პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია - რამდენ შენობას გაეზარდა სიმაღლე

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:40
150

ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:25
102

გვენეტაძე-ლარის კურსზე: „მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე“

ვრცლად