საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი იქნება სოციალურად ორიენტირებული და გაიზრდება ხარჯები ამ მიმართულებით.
"თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა 1.8 მილიარდ ლარს, 2016 წელს იგი გადააჭარბებს 3 მილიარდ ლარს, თითქმის გაორმაგებულია. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისათვის გამოყოფილია 570 მილიონ ლარამდე. დღეს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის ხარჯებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დევნილთა განსახლების ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 85 მილიონი ლარი, - სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 25 მილიონ ლარს შეადგენდა.