მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: გვინდა, ბელარუსიიდან მეტი ინვესტიცია ვიხილოთ საქართველოში

5c92281778367
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 15:40
741
“ბელარუსიიდან 150 კომპანია გვეწვია. მიხარია, რომ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ფართოვდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ეს ურთიერთობა უნდა გავაორმაგოთ,” - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსული პროდუქციის გამოფენა ExpoGeorgia-ზე განაცხადა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველო დღევანდელი ბიზნეს ფორუმის შედეგად მეტ ინვესტიციას მოიზიდავს.

“ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ბიზნესგარემოს სიმარტივის თვალსაზრისით მეექვსე ადგილზეა. ამ ღონისძიების შემდეგ ჩვენი ბიზნეს გარემო გაუმჯობესდება და მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთ. ჩვენ და ბელარუსებს განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა გვაკავშირებს; გვინდა, ბელორუსიიდან მეტი ბინვესტიცია ვიხილოთ საქართველოში“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას აქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ სავაჭრო ურთიერთობები გავაორმაგოთ.

„ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი რეფორმების შედეგად, საქართველო არის მეექვსე ადგილზე მსოფლიოში ბიზნესის კეთების კუთხით; მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს მივიღებთ ბელორუსიდან, ასევე, უფრო მეტ ტურისტს“, - აღნიშნა მან.