მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან "მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას" ელოდება

5c41c1008b0dd
თელარა გელანტია
18.01.19 16:01
631
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში ვიზიტისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან.

„ჩვენ გვექნება ოფიციალური ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან, რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.