05.თებერვალი.2016 11:30
ეკონომიკა

პრემიერი: ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ

პრემიერი: ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ
თბილისში ახალი მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისის“ პრეზენტაცია, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა პროექტი თბილისში ახალი ტურისტული მარშუტების შექმნას და არსებული რაიონების რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

"ჩვენი ვალია, რომ ჩვენი წინაპრების დანატოვარი ქალაქი განვაახლოთ. ქალაქი უნდა გახდეს იმედის მომცემი და საინტერესო. თბილისში უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.

პროექტში 200-ზე მეტი ადამიანია ჩართული: არქიტექტორები, ისტორიკოსები, რესტავრატორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები. ჩვენ ისე უნდა განავავითაროთ ჩვენი ქალაქი, რომ შევუნარჩუნოთ ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამავე დროს მივცეთ მას ეკონომიკური განვითარება.
პროექტი 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2016 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეებით, ახალი კაფე-ბარებით და ძალიან ლამაზი ბაღებით.

ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშუტები.

მინდა თბილისს ვუსურვო განვითარება, დინამიზმი, იმისათვის, რომ ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო. ხვალინდელი დღის იმედი უნდა მივცეთ ადამიანებს და საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ“, - განაცხადა პრემიერმა.



19.ივლისი.2018 22:20
223

ქუმსიშვილი: ჩემს მიმართ ბრალდებები აბსურდულია

ვრცლად
19.ივლისი.2018 22:15
336

ქუმსიშვილი: ვინ გითხრათ, რომ ივანიშვილი ჩემზე ნაწყენია?

ვრცლად
19.ივლისი.2018 22:09
131

დიმიტრი ქუმსიშვილი: არ ვარ დაკავშირებული არანაირ ტენდერებთან

ვრცლად
19.ივლისი.2018 21:59
1307

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეს იყო შეცდომა

ვრცლად
19.ივლისი.2018 20:00
169

კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვლება

ვრცლად
19.ივლისი.2018 15:53
239

თბილისის და ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრები, შესაძლოა, ერთმა კონსორციუმმა ააშენოს

ვრცლად