05.თებერვალი.2016 21:16
ეკონომიკა

პრემიერი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების დაჩქარების თხოვნით მიმართავს

პრემიერი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების დაჩქარების თხოვნით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართავს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აჭარას აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი რეგიონი საქართველოში და ამ მიმართულებით გარკვეული რეზერვები არსებობს.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე ინვესტორს შევხვდი. ზოგადად, ახალი პროექტების განხორციელების სურვილი არის, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, ცოტა მეტი სიჩქარე მენახა ამ მიმართულებით. აჭარაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია, მაგრამ მგონია, რომ პოტენციალი უფრო მეტია. ჩვენ გვინდა, ეს დაფარული რეზერვები ავამოქმედოთ და აჭარას განვითარების კიდევ უფრო მეტი დინამიკა შევძინოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც აჭარის მთავრობის წევრებმა რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ასევე ბათუმის ბულვართან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აჭარის ხელმძღვანელობას ამ თემაზე მოსახლეობასთან მეტი კოორდინაცია სთხოვა.

„ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ცოტა მეტი კონსულტაცია ყოფილიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ისეთ თემებზე, სადაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხმაური, კარგი იქნება უფრო მეტი კოორდინაცია და დიდი იმედი მაქვს, მომავალში ასე იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მთავრობის წევრებმა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა აჭარის რეგიონში მიმდინარე გეგმების და პროექტების შესახებ იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.



14.ივლისი.2018 23:33
203

არჩილ თალაკვაძე სოციალური საცხოვრისის შექმნის ინიციატივით გამოდის

ვრცლად
14.ივლისი.2018 20:53
77

"დიასპორული ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური პროგრამა უნდა შეიქმნას"

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:53
665

პრემიერი: მხარს დავუჭერთ ქართულ კომპანიებს, რომ არ დაიჩაგრონ

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:19
152

მთავრობა კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩოს გადასახედად მუშაობს

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:11
71

მთავრობა წიაღისეულის რესურსის ათვისების სტატეგიაზე მუშაობს

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:03
95

მცხეთაში განაშენიანებაზე მოქმედი მორატორიუმის პირობების შეცვლა იგეგმება

ვრცლად