მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: " დიდი დიღმის ტრაგედიის საქმეზე გამოძიებამ ორი პირი დააკავა"

5c41a88f96ad1
ელენე გოგბერაშვილი
18.01.19 14:19
928

პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომა დიდ დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბრით დაიწყო. პრემიერის თქმით, ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოვლინდება, ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე. პრემიერის თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებამ ორი პირი უკვე დააკავა.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ორი დღის უკან გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილითა ოჯახებს და ჩვენ საზოგადოებას ამ მტკივნეულ ტრაგედიას. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცველებს უმოკლეს ვადებში გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ  მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება და გარწმუნებთ ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი, რომ ამ ტრაგედიასთან მიმართებაში მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“-განცხადა პრემიერმა.