მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის მომავალი - 16 ოქტომბრიდან მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან შესაძლოა, ხელშეკრულება შეწყვიტოს

BM.GE
15.10.19 14:35
944
16 ოქტომბრიდან მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან შესაძლოა, ხელშეკრულება შეწყვიტოს. ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, დღეს 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას უფლება აქვს, კონსორციუმთან პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება მოშალოს. როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, დღის ბოლომდე კონსორციუმმა ორი ვალდებულება უნდა შეასრულოს.