მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა მცირდება

5b7bd375e5442
BM.GE
21.08.18 12:54
794
წლის პირველ ნახევარში საზღვაო ნავსადგურებმა და საზღვაო ტერმინალებმა 7.9 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წლიურად 0.4 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

გაიზარდა პორტებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა და წლის პირველ ნახევარში 215,057 ათასი TEU შეადგინა.

გადამუშავებული ტვირთების მოცულობა მხოლოდ სუფსის საზღვაო ნავსადგურში გაიზარდა და მან 2.2 მლნ ტონა შეადგინა. ფოთის პორტში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 3.1 მლნ ტონამდე შემცირდა, 1.9 მლნ ტონამდე შემცირდა ტვირთების გადამუშავება ბათუმის პორტში, ხოლო ყულევის საზღვაო ტერმინალში კი 0.7 მლნ ტონამდე.