მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციის აკადემიაში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები უქმდება

5b02afa274b5a
მეგი კავთუაშვილი
21.05.18 15:36
1416
შსს-ის აკადემიაში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები უქმდება. მატერიალური და ტექნიკური რესურსები პოლიციელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებას დაეთმობა.

მოცემულ ეტაპზე სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლას 293 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ჰყავს. მათგან 289 საბაკალავრო სწავლების სტუდენტია, ხოლო 4 - სამაგისტრო სწავლების. გარდა ამისა, აქტიური სტატუსით სარგებლობს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული 3 პირი. აკადემიაში ირიცხება ასევე საბაკალავრო სწავლების 17 და სამაგისტრო სწავლების 1 სტატუსშეჩერებული სტუდენტი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებამდე სრულად გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა უფლებები და ინტერესები. მათ თსუ-ში ან სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის საშუალება მიეცემათ.