მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი სასტუმრო კოსმოსში 2022 წლიდან ამოქმედდება - რა ეღირება ორბიტაზე დასვენება?

5c97784550545
BM.GE
24.03.19 16:28
5136
Aurora Station-ის სტუმრებს შეეძლებათ უდიდეს სასტუმროში, რომელიც რეალურად ბიზნესჯეტი იქნება, 12 ღამე გაატარონ და დატკბნენ კოსმოსიდან დედამიწის ხედით, მათ შორის ჩრდილოეთის ნათებითაც.

სასტუმრო „ავრორას“ ამოქმედება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ყველაზე იაფი ბილეთის ფასი კი 9,5 მილიონი დოლარი იქნება ერთ პერსონაზე. თუმცა, კომპანია Orion Span-ში, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს, აცხადებენ, რომ ფასი დამაბრკოლებელი ნამდვილად არ არის და პირველი 7 თვის ბილეთები უკვე დაჯავშნილია.

კოსმოსში, ორბიტაზე დაგეგმილი პირველი სასტუმროს ამოქმედებაზე BBC-ის რუსული სამსახური წერს. გამოცემის ცნობით, მსოფლიოში პირველი სასტუმროს შესახებ, რომელიც ორბიტაზე იქნება განთავსებული, 2018 წელს გაცხადდა.

კომპანიის დირექტორი ფრენკ ბანგერი ამბობს, რომ მათ იმედი აქვთ, სასტუმროს სტუმრები ილუმინატორებს ვერ მოწყდებიან, თუმცა, ასეთი შემთხვევებისთვის სასტუმრო მომზადებული იქნება.

„თუ ვინმეს მაინც მოენატრება სხვა აქტივობები, მომზადებული გვაქვს ვირტუალური რეალობის პროგრამა. ამ პროგრამაში ნებისმიერი რამის გაკეთებას შეძლებთ - ცურვას, მთვარზე სეირნობას თუ გოლფის თამაშს“,- აცხადებენ კომპანიაში.