მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ქართული ვისკი JIMSHER ახალ ხაზს უშვებს

5c6c2972d33d9
მაია ბიწაძე
19.02.19 23:00
2521
პირველ ქართულ ვისკის JIMSHER მალე ახალი ხაზი დაემატება. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია ,,ქართველის“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ახალი ხაზი 3-4 სახეობის ვისკისგან შედგება და სრულიად განსხვავებული კონცეფციით დამზადდება. ვისკი პრემიუმ სეგმენტისთვის იქნება განკუთვნილი და დახლზე მინიმუმ 100 ლარი ეღირება.

,, ეს იქნება ,,ერთალაოიანი“ ვისკი, რომელიც მხოლოდ ქერისგან იწარმოება. ქერი უცხოეთიდან შემოვიტანეთ და ქართულ მიწაზე მოვიყვანეთ. მან უკვე სრულად განიცადა ადაპტაცია. ვისკები, რომელსაც ამჟამად ვაწარმოებთ, ხორბლისა და ქერის ბლენდიდით მზადდება“ - განაცხადა ჯიმშერ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ქართველი" ამჟამად სამი სახეობის ვისკის აწარმოებს : ,,Saperavi Casks “ , ,,tsinandali Casks” და ,, Georgian Brandy Casks”, რომელთა გასაყიდი ფასიც ადგილობრივ ბაზარზე 40-დან 45 ლარამდეა. ვისკი ასევე რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე იყიდება.

ახალ პროდუქტებს ,,ქართველი“ ახალ საწარმოში ჩამოასხამს, რომელიც გაზაფხულიდან ამოქმედდება. მის მშენებლობასა და მოწყობაში კომპანია ჯამში 10 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს.

ვისკი JIMSHER, ოთხწლიანი დაძველებით, პირველად ერთი წლის წინ ჩამოასხეს, ის ჯიმშერ ჩხაიძის საავტორო ტექნოლოგიით მზადდება, რომელიც დაპატენტებულია.