მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ბუნებრივი აირი აშშ-სგან შეიძინა

59c8acb437941
BM.GE
25.09.17 11:10
1703
ლიტვა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც აშშ-დან ბუნებრივი გაზის იმპორტი განახორციელა, ამავდროულად ვაშინგტონმა პირობა დადო, რომ ევროპას დაეხმარება რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში. აგვისტოში განხორციელებული იმპორტი სიმბოლური ხასიათისაა, ვინაიდან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ლიტვა აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. ლიტვა უკვე ახორციელებს გათხევადებული გაზის იმპორტს ნორვეგიიდან, თუმცა მას სურს, რუსეთს აჩვენოს, რომ ქვეყანას არჩევანის საშუალება აქვს. „ამერიკული გათხევადებული გაზის იმპორტი ისტორიული და სიმბოლურია, ვინაიდან რუსეთი ლიტვას Gazprom-ის მონოპოლიურ ბაზრად აღიქვამს“, - განაცხადა აგნია გრიგასმა, ატლანტიკის საბჭოს წარმომადგენელმა.

Gazprom-ს მიაჩნია, რომ მას შეუძლია, ფასებით გაუწიოს კონკურენცია ამერიკულ გათხევადებულ გაზს. ხოლო მოსკოვი აკრიტიკებს აშშ-ს გაზსადენებზე შესაძლო სანქციების დაწესების გამო. ლიტვის ენერგეტიკის მინისტრს ჟიგიმანტას ვაიჩუნასს არ გაუმჟღავნებია იმპორტის პირობები, თუმცა განაცხადა, რომ აშშ-ს Cheniere Energy-ს ტერმინალიდან ბალტიისპირა Klaipeda-ს ტერმინალის მიმართულებით განხორციელებული გადაზიდვა კონკურენტულ ფასად განხორციელდა.

„ჩვენ მოხარულები ვათ, რომ მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც ამერიკული გაზის იმპორტი არა მხოლოდ პოლიტიკურად სასურველი, არამედ კომერციულად მომგებიანიცაა“ - აღნიშნა ვაიჩუნასმა. Cheniere წარმოადგენს პირველ ამერიკულ კოპანიას, რომელიც ახორციელებს გათხევადებული გაზის იმპორტს აშშ-დან. ამოქმედების დღიდან - 2016 წლის თებერვლიდან დღემდე კომპანიამ 160 გადაზიდვა განახორციელა. ძირითადად ექსპორტი ლათინურ ამერიკასა და აზიაში განხორციელდა, თუმცა 18 თვის მანძილზე გადაზიდვებს ადგილი ჰქონდა ევროპის ისეთი ქვეყნების მიმართულებითაც, როგორებიცაა: ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია და პოლონეთი.

ენერგოდაიჯესტი