27.ნოემბერი.2015 10:25
ეკონომიკა

პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაიზრდება

პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაიზრდება
2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება-აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით 2012 წელთან შედარებით პენსიები 64 პროცენტამდეა გაზრდილი.
 
"მომავალი, 2016 წლის ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იქნება. ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისათვის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და სხვა ღონისძიებებისათვის. პირველ რიგში, შევეხები პენსიების საკითხს. გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. 2012 წელთან შედარებით პენსიები 64 პროცენტამდეა გაზრდილი. ასე რომ, ჩვენ 600 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რათა საბოლოოდ მოწესრიგდეს ეს სფერო და დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა.



19.აგვისტო.2018 16:03
7

„ახალი რეკორდების წელი იქნება - 8.5 ვიზიტორს ველოდებით“

ვრცლად
19.აგვისტო.2018 15:23
53

„წელს ბახმაროში ელექტროგაყვანილობის სამუშაოებზე 5 მლნ იხარჯება“

ვრცლად
19.აგვისტო.2018 14:50
391

მთავრობა კახელებს ფულადი კომპენსაციით არ დაეხმარება - ყურძენს ქარხნები ჩაიბარებენ

ვრცლად
19.აგვისტო.2018 14:35
101

„განადგურებულ ვენახებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას შტაბი მიიღებს“

ვრცლად
19.აგვისტო.2018 14:22
348

პრემიერი: "ბახმარო საერთაშორისო დონის კურორტი უნდა გახდეს "

ვრცლად
19.აგვისტო.2018 14:00
157

საქართველო 13 ე.წ “Road show”-ში მიიღებს მონაწილეობას

ვრცლად