მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართულ მედიცინაში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა

5bf279ad3e82f
BM.GE
19.11.18 12:47
1133
პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით თბილისში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა უროლოგიაში. დღემდე მედიცინის არცერთ დარგში მსგავსი ტიპის ღონისძიება არ გატარებულა. ქართველი ექიმები ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ, შესაბამისად გამოცდაც ინგლისურ ენაზე ბარდებოდა.

ამიერიდან ქართველი ექიმები საქართველოში გამოცდას მშობლიურ, ქართულ ენაზე ჩააბარებენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ექიმებისათვის ეს გამოცდა საქართველოშიც ინგლისურად ჩატარდება. რაც ასე მნიშვნელოვანია ქართველი ექიმებისათვის ეს გამოცდა უფასოა. აქამდე მისი ჩაბარება ევროპაში საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოცდას ასოციაციის წარმომადგენელი 3 ქართველი ტრენერი უძღვება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ეს არის საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მუშაობა ბოლო 3 წელია ინტენსიურად მიმდინარეობს. მისიის მიზანი კი ევროპულად განათლებული ექიმია საქართველოში!

რაც ასე მნიშვნელოვანია ამ მოვლენით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცისათვის გახდება სამედიცინო ტურიზმის ჰაბი , ისევე როგორც მეზობელი ირანისათვის, რაც თავისთავად ნიშნავს სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.