მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად 108 წლის განმავლობაში Chanel-ის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა

5b2e3a99ab992
BM.GE
23.06.18 16:16
1336
პირველად 108 წლის განმავლობაში Chanel-ის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა. ამის შესახებ CNN Money წერს.

„ყველამ ვიცით, რომ Chanel-ის ჩანთა, შესაძლოა, 5 ათას დოლარზე მეტი ღირდეს, თუმცა, პირველად 100-წლოვანი ბრენდის ისტორიაში, ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენი გამოიმუშავა ფრანგულმა ძვირადღირებულმა ბრენდმა“,- წერს გამოცემა.

მათი ცნობით, 2017 წლის მონაცემებით კომპანიამ 10 მილიარდის მოგება მიიღო გაყიდვებიდან.
რა არის კომპანიის ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზი, უცნობი რჩება. გამოცემა წერს, რომ კომპანიის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. CNN Money ვარაუდობს, რომ ბრენდს სურს ბოლო მოუღოს ჭორებს, თითქოს მას სხვა კომპანია ყიდულობს.