მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეკინზე შესაძლოა, ველობილიკები და ავტობუსების სპეციალური ხაზი გაკეთდეს

5973286d54109
BM.GE
22.07.17 15:00
1529
პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა. იქ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაო დასრულდა, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყო. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თვის ბოლომდე ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, მოძრაობა გადაერთვება მარცხენა მხარეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე მონაკვეთზე დაიწყება.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი 10 სექტემბერს დასრულდება.

რაც შეეხება პეკინის ქუჩაზე მოძრაობის ცალმხრივად გადაკეთების შესაძლებლობას, თბილისის მერის თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს.

"არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს ცალკე ავტობუსების ხაზი, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდება. ვმუშაობთ ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ გამწვანების კომპონენტი და პეკინის გამზირზე მწვანე ნარგავები დაირგვება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.