მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეკინში უპილოტო მეტროს გამოცდიან

59c3d66c668cc
BM.GE
21.09.17 19:07
969
ავტოპილოტზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩინეთი სარკინიგზო ქსელს აქტიურად ავითარებს. პეკინის დასავლეთ გარეუბანში რამდენიმე ახალი სარკინიგზო ხაზის გამოცდა დაიწყეს - მიწისქვეშა უპილოტო მატარებლის ტესტირება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

China Daily-ის ინფორმაციით, 16.6 კმ სიგრძის მიწისქვეშა მეტროს ხაზი პირველი სრულიად ავტომატიზებული მეტროა ჩინეთში. მისი ექსპლოატაციაში გადაცემა მიმდინარე წლის ბოლოსათვის არის ნავარაუდევი.

არსებული ინფორმაციით, ოთხ ვაგონიანი მატარებელი საათში 80 კმ-ი სიჩქარით ივლის და ერთდროულად 1262 მგზავრის გადაყვანას განახორციელებს. აღნიშნულ ხაზზე მეტროს მუშაობა, გაჩერება, მისი სვლა, ლოდინი, ადგილიდან დაძვრა და სიჩქარე მთლიანად კომპიუტერული სისტემით მოხდება.

საერთო ჯამში, პეკინში მეტროს 19 ხაზია, რომლის საერთო სიგრძეა 574 კმ-ია. მიმდინარე წელს მას 350 კმ სიგრძის 20 ახალი მონაკვეთი უნდა დაემატოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში გამოცემამ China Daily გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პროვინცია შანდუნის ქალაქ ცინდაოს ქუჩებში მსოფლიოში პირველი უპილოტო ტრამვაი გამოჩნდა, რომლის ვაგონებიც 380 მგზავრს იტევს და 70 კმ/სთ სისწრაფეს ავითარებს.