25.თებერვალი.2016 11:41
მსოფლიო

პეკინმა ნიუ-იორკს "მილიარდერების დედაქალაქის" სტატუსი ჩამოართვა

პეკინმა ნიუ-იორკს "მილიარდერების დედაქალაქის"  სტატუსი ჩამოართვა
მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი პეკინში ცხოვრობს. ჩინური კომპანია Hurun-ის კვლევის მიხედვით, ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკს "მილიარდერების დედაქალაქის" სტატუსი პეკინმა ჩამოართვა. BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქში 100 მილიარდერი ცხოვრობს, ნიუ-იორკში კი 95. რეიტინგის მეხუთე ადგილზე შანხაი მოხვდა.

Hurun-ი ქვეყანაში მდიდარი ადამიანების რაოდენობას უკვე მეხუთე წელია ითვლის, კვლევითი კომპანია ქონების შეფასებას ამერიკულ დოლარში ახდენს. კვლევის მიხედვით, მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის შენელებისა, პეკინს გასულ წელს 32 მილიარდერი შეემატა, ნიუ-იორკს კი 4. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში, კვლევის მიხედვით პირველ ადგილებს კვლავ ამერიკელი ინვესტორები იკავებენ.

ჩინეთში 568 მილიარდერი ცხოვრობს, ამერიკაში კი 535.



18.ივლისი.2018 16:33
14

Facebook ხელოვნური ინტელექტის აქტიურ კვლევას იწყებს

ვრცლად
17.ივლისი.2018 16:54
44

აშშ-ს ნავთობის მოპოვებაში ლიდერობა სურს

ვრცლად
17.ივლისი.2018 16:51
28

უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის $3.4 მილიარდი გასცა

ვრცლად
17.ივლისი.2018 15:25
383

ჯეფ ბეზოსმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ვრცლად
17.ივლისი.2018 12:50
43

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება შემცირდა

ვრცლად
16.ივლისი.2018 21:00
843

რა თანხა მიიღო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა?

ვრცლად