29.იანვარი.2016 11:08
ეკონომიკა

პავლო შერემეტა: თუ საქართველომ შეძლო კორუფციის დამარცხება, უკრაინაც შეძლებს

პავლო შერემეტა: თუ საქართველომ შეძლო კორუფციის დამარცხება, უკრაინაც შეძლებს
გასულ კვირას საქართველოში უკრაინის ეკონომის ყოფილი მინისტრი და მალაიზიის მთავრობის ყოფილი მრჩეველი, პავლო შერემეტა იმყოფებოდა. მაიდნის რევოლუცია, კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, - გთავაზობთ ინტერვიუს პავლო შერემეტსთან.
 
- ბატონო პავლო, ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო მაიდანის თემით, - თქვენი აზრით რა არის მთავარი მონაპოვარი და მისი შემდგომი პერიოდის მთავარი წარუმატებლობა?

- ჩემი აზრით, მაიდანის მთავარი მონაპოვარი საზოგადოების აზროვნებაში მომხდარი ცვლილებაა, ხალხი მიხვდა , რომ ის წარმოადგენს ძირითად მამოძრავებელ ძალას და მასზეა დამოკიდებული ყველაფერი. რევოლუციამდე ხალხი უიმედო მდგომარეობაში იყო, ეგონათ რომ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში მმართველობა ერთი ოჯახის, ერთი კლანის ხელში იქნებოდა. მაიდნის შემდეგ კი ხალხი მიხვდა, რომ მათი ბედი მათსავე ხელშია. ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ, ხალხი ასეთი გულწრფელი ენთუზიაზმით, გამოვიდა არა კონკრეტულად იანუკოვიჩის წინააღმდეგ არამედ კორუფციის დასამარცხებლად. სამწუხაროდ ამ შედეგისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა თუ ისევ მაიდნის მონაპოვარს დავუბრუნდებით და იმას, რომ ხალხი თავად განაგებს თავის ბედს, დავასკვნით, რომ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. კლინტონის პერიფრაზირებას მოვახდენ და ეს ფრაზა საქართველოსაც ეხება: "არ არსებობს არცერთი სუსტი მხარე, რომელსაც ვერ გადაწონი ძლიერი მხარეებით".

- როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივები აქვს უკრაინას კორუფციის აღმოფხვრის კუთხით?

- მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი ასე უკვე აღარ და ვეღარ გაგრძელდება, გამომდინარე რამოდენიმე ფაქტორიდან: ერთ-ერთი და უმთავრესი მათ შორის კვლავაც საზოგადოების აქტიურობის მაღალი დონეა. ასევე არსებობს სოციალური ქსელები, რომელიც 10-15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ არსებობდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს გაცილებით დიდია კონკურენცია პოლიტიკური თუ ფინანსური საქმიანობის მქონე დაჯგუფებებს შორის, ვგულისხმობ იმას, რომ აკვირდებიან ერთმანეთის საქმიანობას და ნებისმიერ უკანონო თუ უსამართლო ქმედებას დაუყონებლივ ამჩნევენ და სააშკარაოზე გამოაქვთ. არსებობს ასევე ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ კორუფციას, მათგან ერთ-ერთია მოსახლეობის სიღარიბე . სამწუხაროდ, ვალუტის დევალვაციის შემდეგ ხალხს ექმნება შთაბეჭდილება, რომ საჭიროა მხოლოდ გადარჩენა. ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს სიღარიბე, ჩვენს სასარგებლოდ კი - გამჭირვალობა, აქტიურობა და კონკურენცია. თუ ჩვენ ამ მიმართულებით ვიმოძრავებთ, მოსახლეობის დროებითი სიღარიბის მიუხედავადაც კი კორუფციას ბოლო მოეღება.

- შეიძლება ითქვას რომ კორუფცია უკრაინაში დამარცხდება?

- დიახ, - რატომ უნდა იყოს უკრაინისთვის ეს შეუძლებელი თუ მაგალითად, საქართველომ და პოლონეთმა შეძლეს.



21.მაისი.2018 21:11
27

წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ვრცლად
21.მაისი.2018 20:18
129

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველო რეგიონში სამაგალითოა

ვრცლად
21.მაისი.2018 20:10
265

EBRD $400 მილიონს გამოყოფს სუფთა ენერგიაში ინვესტიციისთვის

ვრცლად
21.მაისი.2018 19:30
136

"საქართველოში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ანგარი მოეწყობა"

ვრცლად
21.მაისი.2018 19:10
621

ენიო მორიკონეს კონცერტზე 6 573 ბილეთი გაიყიდა

ვრცლად
21.მაისი.2018 19:00
31

ფშაველი-აბანო-ომალოს ჩახერგილი გზის აღდგენაზე 900 ათასი ლარი დაიხარჯება

ვრცლად