30.იანვარი.2016 15:10
ეკონომიკა

პავლო შერემეტა: ქართველ ახალგაზრდებში განვითარებისა და ინოვაციურობის სურვილს ვხედავ

პავლო შერემეტა: ქართველ ახალგაზრდებში განვითარებისა და ინოვაციურობის სურვილს ვხედავ
გასულ კვირას საქართველოში უკრაინის ეკონომის ყოფილი მინისტრი და მალაიზიის მთავრობის ყოფილი მრჩეველი პავლო შერემეტა იმყოფებოდა. ქვეყნის ეკონომიკური განითარება, გადასახადაბესი ესტონური მოდელი, განათლების სფერო და ტექნოლოგიური განვითარება, - ცნობილი რეფორმატორი საქართველოს, უკრაინასა და მალაიზიას შორის პარალელებს ავლებს.
 
- თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ეკონომიკის წარმატების საფუძველი?

- ზოგადად, საქართველოსთან დაკავშირებით რჩევებს არ გავცემ ხოლმე. ჩვენ უკრაინაში როგორც მალაიზიის ისე საქართველოს მაგალითს ვიყენებთ. რაც შეეხება მალაიზიას და იმას თუ რატომაა ეს ქვეყანა სამაგალითო, აღსანიშნავი , რომ მალაიზიამ 1991 წლიდან მიზნად დაისახა, განვითარებული ქვეყნების სიაში შესვლა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება კონკრეტულ ციფრებში იზომება - ესაა 15.000 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. თუ აიღებთ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, რაც ალბათ იქნება 3000-4000 დოლარი და დაისახავთ და გაწერთ მოქმედების პრინციპებს, თქვენ შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაბიჯები,რომლებიც საქართველომ უკვე გადადგა არ არის მალაიზიის მიერ გადადგმული ნაბიჯების ანალოგი. მალაიზიამ ფაქტობრივად გადმოიღო ეს რეფორმები ტაივანის, ჰონკონგისა და განსაკუთრებით, სინგაპურისგან. ტენდენცია იგივე რჩება, ანუ ლიბერალიზაცია, დერეგულაცია, თავისუფალი ბიზნესი, მინიმალური სახელმწიფო ხარჯები და შესაბამისად მინიმალური გადასახადები, - ამის მეშვეობით უკვე ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ვთვლი, რომ ეს უნივერსალური საშუალებებია.

- ლიბერალიზაციის საკითხს შევეხეთ, რამდენად გამართლებულია ესტონური მოდელი საქართველოსთვის და რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას?
 
- არ შეიძლება რეფორმის მხოლოდ ნაწილის გადმოღება, ფაქტია, ესტონეთში ამ მოდელმა გაამართლა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წარმატება მხოლოდ მიდგომის მართებულობამ არ განაპირობა. ესტონეთი უკვე ევროკავშირის წევრი, იქ ევროა მიმოქცევაში და ბუნებრივია, რომ გარე და შიდა ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი პირობებია. არც მოდელის სრული სახით გადმოღების იდეას ვემხრობი, რადგან ესტონეთი ესტონეთია, საქართველო კი საქართველო. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ წამოაყენოთ საკითხები, რომლებიც მხოლოდ თქვენი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი რეფორმების შემდეგ ბიუჯეტის შემოსავალი ეცემა, როგორც ეს ესტონეთში ხდებოდა 3 წლის განმავლობაში, ამიტომ ჩემთვის მთავარ კითხვად რჩება , თუ არსებობს ხარჯების შესაბამისი შემცირების გეგმა. ხელისუფლების მიზანია არა გადასახადების შემცირება განსაკუთრებით არჩევნების წინ , არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლი. ეს შედარებით რთული საკითხია, რადგანა თუ ეს არ ხდება , იქმნება ბიუჯეტის დეფიციტი და ვფიქრობ ეს უფრო სახიფათო სიტუაციაა ქვეყნისთვის, ვიდრე მაღალი გადასახადები.

- თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული რეფორმა ინვესტიციებზე ტექნოლოგიების სფეროში და შესაძლოა თუ არა, რომ ეს გახდეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი?

- ჩემი აზრით, არ არსებობს გონება, რომელსაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს რომელი ტექნოლოგია განვითარდება და მითუმეტეს რომელი ტექნოლოგია განვითარდება საქართველოში. ჩემი მიდგომა თანაბარ პირობების შექმნაში მდგომარეობს, რომლის დროსაც მოიგებს ყველაზე ენერგიული, ჭკვიანი და მონდომებული. ამ შემთხვევაში დარჩება ის სფერო რომელიც უფრო მომგებიანია, იქნება ეს ტექნოლოგიები თუ ტრადიციული მრეწველობა. მე საქართველოს ახალგაზდა თაობაში ვხედავ იმას, რასაც მრავალ სხვა ქვეყანაში, - ვხედავ განვითარების, კრეატიულობისა და ინოვაციურობის სურვილს. ამიტომ მე ვერ ვხედავ რაიმე კულტურულ ან რაიმე სხვა სახის ბარიერს თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისათვის. მაგრამ მთავარი არა ხელისუფლების ან რომელიმე ექსპერტის არამედ ბიზნესის გადაწყვეტილებაა.



21.ნოემბერი.2018 16:12
21

"რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდოს ლიზინგის სფეროს განვითარება"

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 13:59
96

სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს ქართუ „სესხების განულების“ განსხვავებულ პირობას სთავაზობს

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 13:28
82

პროკურატურამ ვალების ჩამოწერის პროგრამის კანონიერების შესწავლა დაიწყო

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 12:11
61

"ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონითაა გაზრდილი“

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 10:52
114

წლის დასაწყისიდან სებ-მა სავალუტო აუქციონებზე $132.5 მლნ შეისყიდა

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 09:21
75

ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება შემცირდა

ვრცლად