მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასკალ მენიე: ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ღირებული აქტივია

5950b550086e6
BM.GE
26.06.17 11:16
1494
"საფრანგეთის წილი საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მცირე - 1,7 პროცენტია, თუმცა მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალებს არ ვიშურებთ იმისათვის რომ ფრანგული კომპანიების პოზიციონირება გავაუმჯობესოთ საქართველოში“, - განაცხადა "საქმის კურსთან“ ინტერვიუში საფრანგეთის ელჩმა საქართველოში. პასკალ მენიე ამბობს, რომ
საქართველო წარმატებით იბრძვის, იმისათვის რომ მდგომარეობა წლიდან წლამდე გაუმჯობესდეს ქვეყანაში.

„დიდ პოტენციასლ ვხედავთ სოფლის მეურნეობის დარგში, კერძოდ ღვინის მოყვანა-წარმოებაში. სხვათაშორის ფრანგული ბრენდები აქტიურად ჩნდებიან ქართულ ბაზარზე ამ ბოლო დროს. თქვენ იცით რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ფარნჩიზით ფრანგული სასტუმროების და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი „ვატელი“ შემოვიდა და ეს ძალიან მნიშნელოვანია რადგან ვთვლი რომ ტურიზმი საქართველოს ერთერთი ყველაზე ძვირფასი და ღირებული აქტივია. კიდევ ერთს აღვნიშნავ: იმისათვის რომ ინვესტორები მოიზიდოთ აუცილებელია რომ უამღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოთ“, - ამბობს ელჩი.