29.თებერვალი.2016 17:05
საფინანსო სექტორი

პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანიდატის განხილვები გრძელდება

პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანიდატის განხილვები გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციებისგანხილვის პროცედურებს გადის.

კობა გვენეტაძეს დღეს საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოუსმინეს და აღნიშნეს, რომ კანდიდატის მიმართ პოზიციას პლენარულ სხდომაზე განხილვამდე ჩამოაყალიბებენ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, მან ფრაქციას გააცნო საკუთარი ხედვები მონეტარულ პოლიტიკასთან, ლარიზაციის პროცესთან, ინფლაციასთან და იმ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიცფრაქციის წევრებს აინტერესებდათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი გიორგი ქადაგიძისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეერჩია და პარლამენტმა კანდიდატურა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს.
"ვერ ვხედავ პარლამენტის მხრიდან ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ბატონი კობას კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით. ეს ვერ იქნება გამართლებული არსებულიეკონომიკური გამოწვევების ფონზე.

ცხადია, სრულად უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური კონტექსტიც. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა, ახლა, ბუნებრივია, დროა მას კენჭი პლენარულ სესიაზეც უყარონ.

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ იმ დროისთვის ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი შერჩეული, ვიდრე ბატონ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, რათა ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა მიეღო ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ყველა წევრის ჩართვით.

ახლა გიორგი ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ შვიდივე წევრის შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.



20.ივლისი.2018 17:06
110

ბანკების მოგება მცირდება

ვრცლად
20.ივლისი.2018 16:03
225

"საბანკო სექტორთან მიმართებით რეფორმა აქამდეც უნდა განხორციელებულიყო"

ვრცლად
18.ივლისი.2018 15:00
381

"ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოსახლეობას კაზინო ჰგონია"

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
82

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

ვრცლად
18.ივლისი.2018 11:31
63

ივნისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა

ვრცლად