14.იანვარი.2016 18:54
საფინანსო სექტორი

პარლამენტმა სებ-ის 2014 წლის ანგარიში, შესაძლოა 2015 წლის ანგარიშთან ერთად, 2016 წელს მოისმინოს

პარლამენტმა სებ-ის 2014 წლის ანგარიში, შესაძლოა 2015 წლის ანგარიშთან ერთად, 2016 წელს მოისმინოს
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში, შესაძლოა 2015 წლის ანგარიშთან ერთად, 2016 წლის გაზაფხულზე მოისმინოს - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენა პარლამენტში ერთხელ სებ-ის მოთხოვნით, ერთხელ კი ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. როგორც მეჭიაური განმარტავს, თუ გასული წლის ანგარიში 2016 წლისას მიება, ის შესაძლოა გიორგი ქადაგიძემ ვეღარ წარმოადგინოს, რადგან მას ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვადა ეწურება.
 
"ჩვენ რაც იყო მოვისმინეთ კომიტეტზე, ჩვენი რეგლამენტის ფარგლებში არაფერი დაგვირღვევია. მოვისმინეთ, გადაწყვეტილებაც მივიღეთ და ჩავაბარეთ დროულად ბიუროს. როდესაც უნდა განხილულიყო, მათი თხოვნით - აღმასრულებელმა დირექტორმა თხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს და გადაიდო.

ამის შემდეგ, კიდევ ჩაჯდა დღის წესრიგში, მაგრამ ქვორუმი არ შედგა და ბოლოს რიგგარეშე სესიებში აღარ ჩასმულა. შეიძლება ეს იმის ბრალიც არის რომ ბოლოს თვითონ ინტერესი დაკარგა, ერთ თვეში უკვე მიდის და ალბათ უკვე ამ წლის ანგარიშთან ერთად წარმოადგენენ და ვინ წარმოადგენს ეგ უკვე უფრო პრეზიდენტის პრეროგატივაა. შეიძლება არც გაიმართოს და შეიძლება უკვე ამ წლის ანგარიშის მიებას, მოვიდა ამის დროც", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



18.მაისი.2018 16:05
29

სებ-მა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ვრცლად
18.მაისი.2018 15:09
89

"ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია"

ვრცლად
18.მაისი.2018 11:41
127

"სებ-ის ინიციატივებს მხარს ვუჭერთ, თუმცა დიალოგი უნდა გაგრძელდეს"

ვრცლად
18.მაისი.2018 10:36
32

"კრისტალის“ ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა

ვრცლად
17.მაისი.2018 16:57
1464

"ონლაინ სესხების ბევრ კომპანიას ბაზრის დატოვება მოუწევს"

ვრცლად
17.მაისი.2018 16:21
268

"ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილების პროცესი დაიწყება"

ვრცლად