მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა Brexit-ზე ტერეზა მეის პროექტი ჩააგდო

5c3e4d36e0dd1
BM.GE
16.01.19 01:13
981
ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტის მიერ მომზადებული გეგმა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ ჩავარდა. ბრიტანელმა კანონმდებლებმა 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ ჩააგდეს.

აღნიშნული ჩავარდნის შემდგომ, დღის წესრიგში მეისთვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების საკითხი დადგა. კენჭისყრაზე, რომელიც ოთხშაბათს არის დაგეგმილი მეი პოსტის შესანარჩუნელბლად სავარაუდოდ საჭირო ხმების რაოდენობას აიღებს.

ტერეზა მეის მიერ მომზადებულ პროექტს სრული პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის Brexit-ის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც აპროტესტებენ. “მკაცრი ბრექსიტის” მომხრეები მიიჩნევენ, რომ მეის მთავრობის მიერ ბრიუსელთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირს დიდ ბრიტანეთზე კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა რჩება. “ბრექსიტის” მოწინააღმდეგეები, კი ნებისმიერი სახის პროექტს ეწინააღმდეგებიან და ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.

კანონის თანახმად, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 73 დღეში - 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. დაახლოებით ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირთან გამოსვლის შესახებ შეთანხმება მიიღეს, რომელიც პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა.