მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობაში 10 სამინისტრო იქნება

5b2e3384e9c40
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.18 15:47
1208
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობაში 13 სამინისტროს მაგივრად იქნება 10 სამინისტრო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„საუბარია, 14-ის მაგივრად 11 მინისტრის არსებობაზე მთავრობაში, შესაბამისად, 13 სამინისტროს მაგივრად იქნება 10 სამინისტრო. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი კონსულტაციების შედეგი. ეს კონსულტაციები გრძელდება და ხვალ-ზეგ უკვე გამოიკვეთება გუნდში პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არ არის საუბარი სამინისტროში ახალი რგოლების დამატებაზე და სახელმწიფო მდივნის პოზიციის შექმნაზე.

„გვქონდა ზოგადად დისკუსია, არ იყო საუბარი სახელმწიფო მდივანზე. არ არის საუბარი, რაიმე რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის აუცილებელი მინისტრის მოადგილის გამოკვეთა“,- აცხადებს კობახიძე.