მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი უნივერსიტეტის დაკვეთით, საქართველოში შრომის ბაზრის კვლევას ჩატარდება

5c39f7d05a76f
თელარა გელანტია
12.01.19 19:16
1984
განათლების სისტემაში არსებული გამოწვევევი და აკადემიური პროგრამების განვითარების მიზნით, ოთხი უნივერსიტეტის დაკვეთით შრომის ბაზარის კვლევა ჩატარდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)“ რექტორმა მაკა იოსელიანმა, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და „კავკასიის უნივერსიტეტის" რექტორმა კახა შენგელიამ მოაწერეს.

„საქართველოში, რეგიონების ჩათვლით 2000-მდე ინტერვიუერის გამოკითხვის შედეგად დადგინდება რა ტიპის ცოდნაზე, უნარებსა და კომპეტენციებზეა მოთხოვნა დამსაქმებელთა მხრიდან, შესაბამისი მიმართულებით რა გამოწვევებია დასაძლევი სასწავლო პროგრამების განვითარებისათვის და განათლების სისტემის ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის. აღნიშნული პროექტის თანახმად, განათლების დარგების მიხედვით, კვლევის მასშტაბი და ამ მიზნით საქართველოს უნივერსიტეტების მხრიდან ერთობლივი კონტრიბუცია პირველი პრეცედენტია საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევას, რომელიც პროექტის „GICE Partnership“ ფარგლებში განხორციელდება, ააიპ ,,საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი" ჩაატარებს.