მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ დანელია: მიწის აუთვისებლობის გამო სანქციები დაწესდება

5addce1a89b84
ელენე გოგბერაშვილი
23.04.18 16:20
2596

"მიწის შესახებ ორგანული კანონით’’ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვერ შეიძენენ. გარდა ამისა კანონი რეგულაციებს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებსაც უწესებს, რომლებიც უკვე ფლობენ საქართველოში სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწებს.

როგორც კანონპროექტის ავტორი, ოთარ დანელია განმარტავს, მათ მიწების დამუშავების ვალდებულება ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამის სანქციებს, მათ შორის ექსპროპრიაციის უფლებას გამოიყენებს.

"დაახლოებით 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის  ნაკვეთები გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაში. ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებულ იქნას ეს მასივები და დამუშავდეს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. ანუ მიზნობრივი ათვისება მოხდეს იმ სავარგულების, რომელთა დიდი ნაწილი დღეს მოცდენილი გახლავთ. იქნება სანქციები, არ გამოვრცხავთ ექსპროპრიციას, თუმცა ეს საკომიტეტო მოსმენის საგანი იქნება. ამ ვერსიაში ამას ჩვენ მოვიაზრებთ. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები არ აითვისებენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს არ გამოვრიცხავთ, რომ დავავალდებულოთ გაასხვისონ აღნიშნული კანონის შესაბამისად", - განმარტა ოთარ დანელიამ.

აგრარული კომიტეტის მომზადებული ორგანული კანონის პროექტი ჯერ დღის შუქზე არ გვიხილავს. პროექტის ინიცირებას ოთარ დანელია 30 აპრილს კომიტეტის სხდომაზე მოახდენს.