მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოსმან ჩალიშქანი: ახლო მომავალში, ქუთაისსა და გურიაში ახალი თურქული ბრენდი შემოვა

565edd7acd90a
BM.GE
02.12.15 15:31
2977
საქართველოს საერთაშორისო ინვოესტორთა ასოციაციის გნერალური მდივანი, ოსმან ჩალიშქანი, მჟავანაძე გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" ამბობს, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თურქეთიდან ახალი ინვესტიცია განხორციელდება.

"თურქული ინვესტიციები თავისთავად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის. თურქეთის მხრიდან დაინტერესებაა სამშენებლო და ტურიზმის სფეროებში. რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ, როგორც ინვესტორი გეტყვით, რომ თურქეთიდან იყო და არის დიდი დაინტერესება საქართველოთი. ამ ეტაპზე ზემო აჭარაში არის პროექტი, რომლის მიხედვითაც,  თუ ინვესტიცია განხორციელდება, ინვესტორი ერთი წლის განავლობაში საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის. დაინტერესება იყო და ჩვენ ბოლოს სტამბოლში ეკონომიკურ ფორუმზე ვიყავით, სადაც თურქეთის მთავრობის მხრიდან დიდი გამოხმაურება იყო. ახლო მომავალში ქუთაისსა და გურიაში ახალი ბრენდი შემოვა, ტექსტილის სფეროში, რომლსაც ჯერჯერობით ვერ დავასახელებ, უფლება არ მაქვს, რადგან ხელმოწერილი არ არის, ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ეს ინვესტიცია 2016 წლის პირველ კვარტალში იქნება განხორციელებული.

საქართველოში გარემო სტაბილურია. აჭარის მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს. პატარა პრობლემების შემთხვევაშიც კი პირდაპირ მთავრობასთან კონტაქტზე გავდივართ და ისინი ინვესტორებს მაქსიმალურად გვეხმარებიან," - აღნიშნა ოსმან ჩალიშქანმა.