მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

5ba4cfa28bf57
ელენე ჩომახიძე
21.09.18 15:01
1382
ესტონელი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკის შეფასებით, დღეს საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია და კორუფციაც ნელ-ნელა მატულობს ქვეყანაში. ამის შესახებ ესტონელმა ინვესტორმა მისი ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - “თბილისი ჰილსის” პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“დღეს საქართველოში ბიზნეს გარემო უარესდება, ნელნელა აქტუალური ხდება კორუფციის საკითხიც, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ და წარმატებით დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი. ცხადია, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და დავუმტკიცებთ ჩვენ თავს და ჩვენ შვილებს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება შეგვიძლია” - განაცხადა ოლეგ ოსინოვსკიმ.

“თბილისი ჰილსის” საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდი ევროა. პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება და დღეს მისი პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. შედეგად, როგორც ოსინოვსკიმ აღნიშნა, საქართველო მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთი მიზეზით მოინიშნა, რაც გოლფის ერთერთ საუკეთესო მოედნის არსებობას გულისხმობს.