03.მარტი.2016 22:05
საზოგადოება

ოშკის საკონსერვაციო გამაგრებით პროექტზე ქართული და თურქული მხარე იმუშავებს

ოშკის საკონსერვაციო გამაგრებით პროექტზე ქართული და თურქული მხარე  იმუშავებს
ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთში იმყოფებიან.
 
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მაჰირ უნალს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით, კონკრეტულ მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდნენ.

თანამშრომლობის ახალი ფორმა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო კავშირთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ქართველი და თურქი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. უახლოეს მომავალში, უწყებებს შორის გაფორმდება კულტურის სფეროში აქამდე არარსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება.

შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა.

"ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ჩვენ შევთანხმდით უახლოეს მომავალში ფართო ხელშეკრულების გაფორმებაზე კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, შევთანხმდით კონკრეტული სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმუშავებენ. ეს არ იქნება ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური დეკლარირება, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტულ ობიექტებთან მიმართებაში. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაზეც უკვე დღეს შევთანხმდით, გახლავთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის ერთობლივი შემუშავება. უახლოეს მომავალში, ამ პროექტს, სწორედ რომ ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მომზადებულს, სატენდეროდ გაიტანს თურქული მხარე, რათა გამაგრებითი სამუშაოები რაც შეიძლება, მალე დაიწყოს. ვფიქრობ, რომ ამ სულისკვეთებით დაწყებული თანამშრომლობა, უახლოეს მომავალში, ძალიან პოზიტიურ კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს, როგორც იმ ძეგლებთან მიმართებაში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა, ასევე იმ არსებულ ძეგლებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს თურქული მხარის ინტერესს საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ ქვეყანაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გაიმართა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მინისტრთან და მის დელეგაციასთან. ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე. შევთანხმდით ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრობა და ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. უახლოეს გეგმებში შედის დღევანდელი შეხვედრის შედეგების კიდევ უფრო გაღრმავება და უკვე საქართველოში დღეს, დასახულ კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობა", - აღნიშნა მაჰირ უნალმა.



15.ივლისი.2018 17:39
82

Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გაიმართება

ვრცლად
15.ივლისი.2018 17:00
57

ნაქსოვი ტანსაცმლის ქართული ბრენდი პროდუქციას საექსპორტოდ ამზადებს

ვრცლად
15.ივლისი.2018 16:00
132

სექტემბრიდან ბაზარზე ქართული ჩაის ახალი ბრენდი გამოჩნდება

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:00
1547

"ვადების დარღვევის გამო კომპანიებს 400 000 ლარის ჯარიმები დაუწესდათ"

ვრცლად
15.ივლისი.2018 14:00
735

დევნილთა რაოდენობა, რომელთაც თვეში 1250 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ

ვრცლად
15.ივლისი.2018 13:00
340

2536 ავარია 5 თვეში - ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ვრცლად