07.დეკემბერი.2018 13:57
ეკონომიკა, ბიზნესი

ოქუაშილის კომპანიის ბრალდება მთავრობას: „ომეგას“ პარალიზება ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიებაა

ოქუაშილის კომპანიის ბრალდება მთავრობას: „ომეგას“ პარალიზება ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიებაა
„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და მის კონტრაქტორ კომპანია „სიქფას“ უკანონო ქმედებებში ადანაშუალებს.

ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრფინგზე განაცხადა.

„სამკვირიანი მუშაობის შემდეგ, „ომეგა ჯგუფის“ საწარმო კიდევ ერთხელ გააჩერეს და ამჯერადაც საწარმოს ხელლოვნურად გაჩერება კვლავ აქციზური მარკების უკანონოდ არ მიცემით განხორცეილდა. შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანია „სიქფას“ დღემდე ჩვენს არც ერთ წერილზე არ გაუცია პასუხი და არ განუმარტავთ, თუ რატომ გააუქმეს 12 ნოემბერს ჩვენ მიერ განთავსებული და იმავე დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული შეკვეთა აქციზურ მარკებზე და რატომ არ მოგვაწოდეს დადასტურებული შეკვეთით გათვალისწინებული აქციზური მარკების ნომინალის გადასახდელად საჭირო ინვოისი. არც შემოსავლებს სამსახური და არც მისი კონტრაქტორები არ გვცემენ პასუხს და არ გვეუბნებიან, რას ელოდებოდნენ 12 ნოემბრიდან 18 დღე, როდესაც დადასტურებული შეკვეთის შესაბამის ინვოისს არ გვაწვდიდნენ, რომ კანონით დადგენილი წესით მიგვეღო აქციზური მაკები და კიდევ ერთხელ არ მომხდარიყო წარმოების პარალიზება. საკითხზე არც ფინანსთა სამინისტროს უპასუხია, ჯერჯერობით“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფის“ მიერ განთავსებული ოთხი შეკვეთიდან დღემდე შემოსავლების სამსახურის მიერ არცერთი შეკვეთის დადასტურება არ მომხდარა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და „სიქფას“ უკანონო ქმედებებით კიდევ უფრო მყარდება ჩვენი ვარაუდი: „ომეგა ჯგუფის“ საწარმოს მუშაობის პარალიზება არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისიძება, იმიტომ რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისთვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახავი განცხადების გაკეთებას. აღნიშნული ვარაუდის მყარ საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა აღადგინა „ომეგა ჯგუფისთვის“ აქციზური მარკების მიწოდება და იმავე დღეს ფინანსთა სამინისტრომ „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების დირექტორებთან შეხვედრისას მოულოდნელად შემოგვთავაზა საგადასახადო შეთანხმების თავისი პირობები, რომლებიც გაცილებით ხელსაყრელი იყო, ვიდრე ის, რასაც „ომეგა ჯგუფი“ მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს წარმოებამ დროულად და სრულად დაფარა მიმდინარე გადასახადები და ამ დროისთვის არ ერიცხება დავალიანება მიმდინარე გადასახადებში, მაგრამ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა არ გააკეთა ზემოთ ხსენებული განცხადება, შემოსავლების სამსახურმა ყოვლად უსამართლდ შეწყვიტა აქცზიური მარკების მიწოდება, ხოლო ფინანსთა სამინისტრო კი, დადუმდა მათ მიერ შემოთავაზებული საგადასახადო შეთანხმების შესახებ“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

დღევანდელი ბრიფნგიდან ცნობილი გახდა, რომ „ომეგა ჯგუფს“ შეაქვს სარჩელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტრი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ წინააღმდეგ.

„სასამართლოსგან მოვითხოვთ, შეწყდეს ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყონებლივ გაიცეს აქციზური მარკები იმისთვის, რომ კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი“, - აღნიშნა აღდგომელაშვილმა.
ავტორი: თელარა გელანტია



20.თებერვალი.2019 09:32
60

"უნიქარდმა" კომპანიებისთვის კლიენტთა ლოიალურობის ახალი პლატფორმა შექმნა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 22:10
1236

ევროკავშირის ელჩი: TBC ბანკი ქვეყნის სისტემური ბანკია… განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას

ვრცლად
19.თებერვალი.2019 22:02
1210

მაია ბითაძე: თბილისის გენგეგმა მარტის შუა რიცხვებში დამტკიცდება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:30
3728

Dentons - მივედით დასკვნამდე, რომ TBC-ის კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:20
339

10 ფაქტი სუბსიდირების პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ეფექტიანობის შესახებ

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:00
322

„აწარმოე საქართველოში"-ს მიზანი ეკონომიკის ტოტალური სუბსიდირება არაა "

ვრცლად