მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება შემცირდა

5bf4eba8c45fa
BM.GE
21.11.18 09:21
526

ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 1.4%-ით გაიზარდა და 977.904 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

გარდა ამისა, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის ჯამური მაჩვენებლის (10947.3 მლნ კვტ.სთ) მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან (10541.2 მლნ კვტ.სთ) შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციას, ესკო-ს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერში, ელექტროსადგურებმა ჯამურად 782.89 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.5%-ით ნაკლებია.