მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია ზურაბიშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად თელავში ფეხით მიდის

5c16142faec6e
თელარა გელანტია
16.12.18 12:58
557
გაერთიანებული ოპოზიცია თელავში ფეხით ჩასვლას აპირებს, რათა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ადგილზე გააპროტესტოს.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მიმართა.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამ დროისთვის ველისციხეში იმყოფებიან.

ველისციხიდან თელავამდე, დაახლოებით, 40 კმ-ია.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

ოპოზიციას მანქანებით გადაადგილების უფლება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ირწმუნება, რომ „მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, ოპოზიციას არ სურს წავიდნენ იმ მიმართულებით“.

კუპატაძის თქმით, ოპოზიციას შეუძლია თელავში ყვარელის გავლით მოხვდეს.

„მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით.ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში“,- აღნიშნა კუპატაძემ.

კუპატაძე ამტკიცებს, რომ ისინი არანაირ პრობლემას არ უქმნიან აქციის მონაწილეებს და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.