მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოების და ბანკების ახალ რეგულაციებს პრეზიდენტმა შესაძლოა ვეტო დაადოს

5877929cb9144
ელენე გოგბერაშვილი
12.01.17 18:27
4220
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ონლაინსესხების კომპანიებს ლარიზაციის გეგმასთან და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ. მელიქიძის ინფორმაციით, ამ საკითხზე მას ჰქონდა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან და აქვს კონსულტაცია ეროვნულ ბანკთანაც.

მაია მელიქიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს თუ არა ხელი დაგეგმილ ცვლილებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ სესხების შეზღუდვა. საფინანსო სექტორი ძალიან გადამწყვეტი როლის მატარებელია ქართულ ეკონომიკაში. ახალი მიღებული კანონები, რომლებზეც პრეზიდენტი გადაწყვეტს, მოაწერს თუ არა ხელს. მე მქონდა შეხვედრები ამ თემაზე ამ სექტორის წარმომადგენლებთან, საუბარია კომერციულ ბანკებზე, ონლაინ სესხებზე და მიკროსაფინანსოებზე. მათ აქვთ გარკვეული პრეტენზიები. მაქვს კონსულტაციები საქართველოს ეროვნულ ბანკთან, თუ როგორ შეიძლება მათი გულისტკივილის დარეგულირება. ჯერ აქვს პრეზიდენტს დრო, რომ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია. ხვალ გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი“,- აცხადებს მაია მელიქიძე.

მთავრობის წარდგინებით დეკემბრის ბოლოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ხვალ ეწურება.