მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ ლეგალური მუსიკის მაღაზია "ბრავისიმო" აღდგება

5b0a92eb980c1
სალომე ჭიპაშვილი
27.05.18 15:15
1143
“ბრავო რექორდსი” ონლაინ ლეგალური მუსიკის მაღაზიის “ბრავისიმოს” აღდგენას გეგმავს. როგორც კომპანიის პრეზიდენტი ზაზა შენგელია „ფორბსთან“ ინტერვიუში აცხადებს, მუსიკის მაღაზია თავდაპირველად მეკობრეობის პრობლემების გამო დაიხურა.

„ბრავისიმოში“ ქართული მუსიკა 50 თეთრი ღირდა, უცხოური მუსიკა კი - 90 თეთრი, მაშინ როცა იგივე მუსიკა სხვადასხვა საიტზე უფასოდ, მაგრამ არალეგალურად იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გვინდა, რომ ლეგალური ონლაინმაღაზია არსებობდეს მუსიკოსებისთვის, რათა მათ თავიანთი მუსიკის გაყიდვის საშუალება ჰქონდეთ“- აცხადებს ზაზა შენგელია.

„ბრავო რექორდსი“ საქმიანობის 7 წელს ითვლის. იგი პირველი რექორდლეიბელი კომპანიაა, რომელიც გახდა Warner Music-ის, Sony Music-ის, და სულ მალე Universal Music-ის პარტნიორი გახდება.