მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომეგას დავალიანება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ზეწოლა ბიზნეს ჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე"

5bc83937319a4
BM.GE
18.10.18 11:41
613
“ერთი კომპანიის მაგალითზე, რომელსაც დეკლარირებული აქვს საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც გამოყენებულია პოლიტიკური დისკუსიის თემად - თქმა იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ზეწოლა ბიზნესზე ან თავისუფალ მედიაზე შეუძლებელია და არაკორექტულია. ომეგას ჯგუფში გაერთიანებული რომელიმე კომპანიის აღიარებული დავალიანება არ შეიძლება დაკავშირებული იქნეს ამავე ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიების მოქმედებებთან და არ შეიძლება ეს განხილულ იქნას, როგორც ზეწოლა ბიზნეს ჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე. ,,ომეგა ჯგუფში'' შედის სხვა კომპანიებიც, რომლებიც აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას.”- განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ტელეკომპანია იბერიის მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ საუბრისას.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, „ომეგას ჯგუფის“ საკითხი გაცდა ბიზნეს პროცესების ჩარჩოს და იქცა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად.

„იმ კომპეტენციიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია ბიზნესომბუდსმენის აპარატს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა კომპანიასთან, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. „ომეგა ჯგუფი“ აერთიანებს რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას. სიგარეტის მწარმოებელ საწარმოს დღეის მდგომარეობით აქვს დეკლარირებული დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 50 მლნ. ლარზე მეტი მოცულობის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ იყო ძალიან ბევრი მცდელობა კომპანიის დახმარების,რეკომენდაციაც მოვამზადეთ რომ ომეგა ჯგუფთან მიმართებაში ყოფილიყო დავალიანების რესტრუქტურიზაცია განხილული, თუმცა იმის ნაცვლად რომ საკითხი განხილულიყო საქმიან ჭრილში, ის იქცა პოლიტიკური დისკუსიის საგნად. „- ამბობს ლექვინაძე.