მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოდესის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე გაიხსნა

5b535cb6d566e
სალომე ჭიპაშვილი
21.07.18 20:44
770
ოდესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე გაიხსნა. როგორც ოდესის კონსულმა, თორნიკე ბერეკაშვილმა bm.ge-სთან საუბარში განაცხადა, ქართული წიგნის კუთხესთან ერთად ხელი მოეწერა ორი ქვეყნის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ოდესის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა, რადგან ორივე ქვეყანას აქვს უდიდესი საარქივო მასალები და წიგნები, მათ შორის ვეფხისტყაოსნის საკმაოდ საინტერესო გამოცემები. ვფიქრობ ასეთი სახის ინფორმაციების გაცვლა ძალიან დიდ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში.“- აცხადებს საქართველოს კონსული ოდესაში.

ინფორმაციისთვის, სწორედ ოდესის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო დაცული ინფორმაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ადგილმდებარეობის შესახებ. წელს ამ ფაქტთან დაკავშირებით, ოდესაში მდებარე იმ შენობაზე, სადაც 1918 წელს ქართველი დიპლომატები მოღვაწეობდნენ, მემორიალური დაფა გაიხსნა.

ოდესის გარდა ქართული წიგნის კუთხეები გახსნილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის იტალიის 6 ქალაქში, პარიზსა და გერმანიის სამ ქალაქში.