მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოაზისი" უდაბნოში, რომელიც 100%-ით განახლებადი ენერგიით ხორციელდება

5b525e751bf20
სალომე ჭიპაშვილი
21.07.18 12:08
2373
არაბეთის გაერთიანებული საემიროები მილიონობით ტურისტს მალე ე.წ. ბიოდომების პროექტს შესთავაზებს. „ბაჰარაშ არქიტექტურით“ შექმნილი ულამაზესი ბიოდომების პროექტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსდება და 100%-ით განახლებად ენერგიას გამოიყენებს, რომლის ზემოქმედება გარემოზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

„ბაჰარაშის არქიტექტურით“ შექმნილი ბიოდომების პროექტი სათბურის მსგავსი იქნება, რომელიც ბუნებას მჭიდროდ დაუკავშირდება. პროექტის მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ეკოტურიზმის განვითარება და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე უდაბნოში სათავგადასავლო ტურების დაგეგმვა. განახლებადი ენერგიის დახმარებით ბიოდომების კომპონენტების სწრაფი შეკრება ხდება, რაც საირიგაციო და ნარჩენების მართვაზე რეციკლირებული ჩამდინარე წყლების გამოყენებას უზრუნველყოფს.

ბიოდომების პროექტის ფარგლებში, ადგილზე მისულ ტურისტებს არსებული რესტორნებით სარგებლობა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. ასევე სტუმრებს ლანდშაპტის განსაცვიფრებელი ხედებით დატკბობის საშუალებაც ექნებათ. როგორც „ბაჰარაშ არქიტექტურის“ დირექტორმა, ბაჰარაშ ბაღღარიანმა განაცხადა, ბიოდომებით გამოწვეული ბიოკლიმატური შიდა გარემოებები სტუმრებს თერმული კომფორტით, აღდგენითი და თერაპიული შეღავათებით უზრუნველყოფს.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩასულ ეკოტურიზმით დაინტერესებულ ტურისტებს, ბიოდომების პროექტის ფარგლებში, ცხენოსნობით, ლაშქრობით, აქლემით გასეირნებით,სამთო ველოსიპედით, პარაპლანით და მრავალი სხვა გასართობით შეეძლებათ ისარგებლონ.